www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰოსთი/ჰოსთესი
მომწოდებელი: პოკე ბარი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"პოკე ბარი" აცხადებს ვაკანსიას ჰოსთის/ჰოსთესის პოზიციაზე.

მდებარეობა: ვეკუას 3ა, "ბაზარი ორბელიანზე"
ანაზღაურება: 800 ₾
გრაფიკი: ორ დღეში ერთხელ, 12:30-დან - 22:30 საათამდე

"პოკე ბარი" არის სტარტაპი, რომელიც ოპერირებს ვირტუალური სამზარეულოების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტი საქართველოში. ასევე ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით გარემოს ჩვენი შეფუთვებით. გვიყვარს ვეგანები (და არამარტო) და მუდმივად ვმუშაობთ, რომ შევქმნათ მათთვის მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ.

"პოკე ბარი" თავისი ჯანსაღი, გემრიელი და განსხვავებული პროდუქტით მომხმარებელს ამიერიდან უკვე "ბაზარი ორბელიანზე"-ის სივრციდანაც გაუმასპინძლდება.

გუნდში ვეძებთ ენერგიულ და მეგობრულ ჰოსთს/ჰოსთესს, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მენიუს გაცნობა და კერძის შერჩევაში დახმარება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** შეკვეთების მიღება/შეფუთვა/გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენაზე კომუნიკაცია (ინგლისური ან/და რუსული, სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ჩვენთან გელოდება:

** კვება;
** მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე მეილზე healthyboxkitchen@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |