მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შეს. #6
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
** დისტრიბუციის გაყიდვების კონტროლი;
** შეთავაზებების დამუშავება;
** გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** კრედიტორებთან კომუნიკაცია და დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებლობა;
** პოტენციურ პარტნიორი კომპანიების მოძიება და მოლაპარაკება;
** ყოველდღიური რეპორტინგი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** აქტიური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.