ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი +" 2007 წლიდან ფუნქციონირებს.
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
"ფარმაცევტული სახლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (მცოცავი), კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული 650-800 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** თაროების პროდუქციით შევსება;
** პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული, ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ქვემოთ მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdhU8Qxwd4pRKOdT3sCoUFg37nFWXl5TIuByqJJEWsTJCmL4g/viewform
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.