www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: The Terrace Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სასტუმრო "The Terrace Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;

ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო გარემოში მუშაობას
** მეგობრულ კოლექტივს
** სტაბილურ ხელფასს

პირობები:

ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: maiajafaridze4@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |