"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მბეჭდავი ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1
გრაფიკი: ორშ-პარ 09:30-18:30, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: 600 (გაზრდის პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქციები:
** ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზების ბეჭდვა;
** კონტრაქტორ კლინიკაში დიაგნოზების გაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია კანდიდატს შეეძლოს სწრაფად ბეჭდვა (უშეცდომოდ/მინიმალური შეცდომებით);
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მბეჭდავი ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.