www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას მთელ საქართველოში.

შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი. http://rdzisame.ge/ka.

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის მართვა და საქმიანი კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** საოფისე მარაგების შესყიდვა და კონტროლი;
** სხვადასხვა სახის დოკუმენტების, ცნობების, ბრძანებების მომზადება და აღრიცხვა;
** სხვადასხვა სახის შეხვედრების ორგანიზება, ოფისის ვიზიტორების დახვედრა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** სხვა პოზიციასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები - Microsoft office;
** ინგლისური ენა-მინიმუმ B2 დონე, რუსული-სასურველია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, 1 საათი შესვენება.

კომპანია გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯზე დღიურ კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კორპორატიულ ტელეფონს

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |