ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "დეფაქტო" აცხადებს ვაკანსიებს კონსულტანტის და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ანაზღაურება; ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** 30%-იან ფასდაკლებას DeFacto-ს პროდუქციის ასორტიმენტზე.
კონსულტანტის პოზიციაზე ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** საქონლის გადაფასება და სეზონური ფასდაკლებისთვის მომზადება;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება;
საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** კოლექციის მიღება, პროგრამულად ასახვა;
** კოლექციის გამზადება დარბაზში გასატანად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე Nino.beria@defacto.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ან საწყობის თანამშრომელი.