"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: vacancy@multimarket.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 998 053 სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე კონსულტანტი ქუთაისი."
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!