www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას გორგიას აკადემიის პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც გასწავლით როგორ მოიპოვოთ პირველობა და კვალიფიკაცია შესყიდვების სფეროში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** FitPass;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენერებთან ურთიერთობა;
** ტრენერებისთვის კურსის შექმნის ტექნიკური დეტალების გაცნობა;
** კურსის შექმნის პროცესის კოორდინაცია;
** გადაღებების დაგეგმვა და კომუნიკაცია ტრენერსა და გადამღებს შორის;
** კურსის შექმნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის კონტროლი და გამართვა;
** ვიდეო და აუდიო მასალების მიწოდება მემონტაჟისთვის;
** მზა მასალების შენახვა და ორგანიზება;
** კურსების პლატფორმაზე განთავსება;
** პლატფორმის და მასთან დაკავშირებული რესურსების ადმინისტრაციული მართვა;
** პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის ხარისხის კონტროლი;
** ტრენინგების ორგანიზება და კონტროლი;
** გამოცდების ორგანიზება და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია და რეპორტინგი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პროექტებისა და ტრენინგების მართვაში;
** ინგლისური ენა, MS PowerPoint, MS Word, MS Excel (საბაზისო);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |