www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: MAKET.GE
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია "Maket.ge" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

"Maket.ge" არის არქიტექტურული მოდელირების კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არქიტექტურული მოდელირების მომსახურების სრულ სპექტრს.

https://www.facebook.com/1kv.ge

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

** დირექტორის დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში;
** კომპანიის უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა, კორესპონდენცია და დოკუმენტბრუნვის კონტროლი;
** კომპანიის კორესპონდენციების კონტროლი, პასუხის მომზადება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** კორესპონდენციის და სხვა ტექსტების თარგმნა (საჭიროების შემთხვევაში);
** სატელეფონო ზარების მიღება და გადამისამართება;
** დედლაინების წარმოება და კონტროლი;
** პერიოდული რაპორტინგის წარმოება;
** თანამშრომლების ფაილების წარმოება;
** სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
** საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა;
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა და კომუნიკაცია.
** პრეზენტაციების მომზადება კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე;
** დირექტორის დავალებების და მითითებების შესრულება.

პროფესიული მახასიათებლები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისურის და რუსული ენების კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პრეზენტაბელურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზების და სწრაფი რეაგირების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;

ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი საჭიროებისამებრ)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) (აუცილებელია ფოტო) შემდეგ მისამართზე: info@maket.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |