შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ (მათ შორის 7 000 კვ.მ. საწარმოო, 1 700 კვ.მ. სასაწყობე) ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება.
ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გააკეთებ?
** მომხმარებელთა კვალიფიციური მომსახურება და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციასთან დაკავშირებით;
** შეკვეთების დარეგისტრირება პროგრამაში/ინვოისის მომზადება;
** მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და სრულად ორგანიზება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების ეფექტურად შესრულება.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
სასურველია:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
გეძებთ შენ, თუ გაქვს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტაციის უნარი;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.