www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია  iTechnics-ი, სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR მენეჯერი) პოზიციაზე სხვადასხვა ფილიალებში.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

განაკვეთი: სრული, ცვლები
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე

ჩვენ გპირდებით:

** მეგობრულ, თბილ, განვითარებასა და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომელთა წახალისებისა და მოტივაციისათვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ბენეფიტებს;
** Itechnics-ი მუდმივად იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე, სწავლა-განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბრენდის პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
** მედიისთვის სტატიების, პრეს-რელიზებისა და სხვა პუბლიკაციების შექმნა;
** საიმიჯო ღონისძიებების ორგანიზება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სხვადასხვა ღონისძიებებზე;
** სოციალური ქსელების მართვა და კონტენტ ლაინის შექმნა;
** ინფლუენსერებთან ურთიერთობა;
** კომპანიის ვიდეო კონტენტის შექმნა;
** სარეკლამო მასალის (პლაკატები, ბუკლეტები, ბროშურები და სხვა) მიზნობრივად გავრცელების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის მედია სტრატეგიის შემუშავება და მასმედიასთან ურთიერთობა;
** PR კამპანიის ეფექტურობის ანალიზი.

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება;
** ქოფირაითინგი.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

iTechnics გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |