კომპანია "მეპ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.
კომპანიის მთავარი საქმიანობაა ვენტილაცია, კონდიცირება და გათბობის სისტემების პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურება.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიაში მიმდინარე გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის (HVAC) და წყალმომარაგება-წყალარინების (WS&D) სისტემების საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტორული, სამშენებლო, HVAC ან და WS&D სპეციალობით
** Autocad და Autocad MEP-ში (სასურველია Revit-ში) მუშაობის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პროექტირების სფეროში
სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად. რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@meptrade.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!