მსოფლიოს უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი "NewYorker"-ი აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე (სითი მოლში).
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის შესასვლელში დამონტაჟებული სიგნალიზაციის ყოველდღიური შემოწმება.
** პატრულირება დარბაზსა და მაღაზიის შესასვლელში.
** საწყობიდან პროდუქციის გამოტანის პროცესში პროდუქციის თითო ერთეულზე მოპარვის საწინააღმდეგო სენსორის შემოწმება.
** დარბაზში მომხმარებლების კონტროლი.
** ქურდობის აღმოჩენის შემთხვევაში მენეჯერის, მენეჯერის დამხმარის და მაღაზიის პასუხისმგებელი პირის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახება.
** გასახდელების გეგმიური გადამოწმება.
** სიგნალიზაციის აქტივაციის შემთხვევაში, აქტივაციის მიზეზის გარკვევა.
** სივრცის ყოველდღიური შემოვლა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმ ფაქტორების გამოაშკარავება, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხოების დაცვის პროცესს.
მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩენკების N1, (მეტრო სითი მოლი)
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 2 დღე დასვენება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დაცვა სითი მოლი".