სასტუმრო კომპლექსი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81
განაკვეთი: სრული
ხელფასი: 900 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, სასტუმროს საჯარო სივრცეების დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ოთახებში განთავსებული სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება არსებული
სტანდარტების დაცვით (იატაკები, კედლები, ავეჯი, აბაზანის მოწყობილობები და სხვა);
** სასტუმროს ოთახის უზრუნველყოფა სუფთა თეთრეულითა და პირსახოცების ნაკრებით, სველი
წერტილების უზრუნველყოფა ხელის დასაბანი საშუალების და სხვა საჭირო ნივთებით;
** საწმენდ-სარეცხი (ქიმიური) საშუალებების ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (სასურველია);
** საბაზო ჰიგიენურ, სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია).
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** კეთილგანწყობილი;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@cruise.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 595 33 50 80. კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სასტუმრო კომპლექსი "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!!!