ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "დეფაქტო" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მეორე მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ფასდაკლებას DeFacto-ს პროდუქციის ასორტიმენტზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** მაღაზიის ვიზუალური დიზაინის კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** მაღაზიის დარბაზში და საწყობში საქონლის განლაგება და როტაცია;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება;
** მაღაზიაში მომსახურების შესაბამისი დონის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** მაღაზიის პერსონალის მენეჯმენტი: შერჩევა, განვითარება, სერტიფიცირება, მოტივაცია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე Nino.beria@defacto.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მეორე მენეჯერი.