კომპანია "გლობუსი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები:
** ოპერაციული სისტემის ცოდნა (Microsoft Windows)
** კომპიუტერული პროგრამების კონფიგურაცია/ინსტალაცია.
** პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია/ინსტალაცია.
** კომპიუტერული და ქსელის პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
** ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
** ინფორმაციულ ტექნოლოგიებში აღებული ნებისმიერი სახის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
ჩამოთვლილი პუნქტების ცოდნა, კანდიდატს მოეთხოვება მაღალ დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:30; კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 500-1000 ლარი (ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად)
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
დაინტერესების შემთხვევაში და თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge, Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.