შპს "HAUSART sales" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჰაუსარტი" ქართულ სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანიის გაყიდვების ოფისს ესაჭიროება ოფისის მენეჯერი.
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი 11:00-დან 14:00-მდე
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ₾ (გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე - ანაზღაურება თვეში 700₾)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N60ბ, HAUSART PLAZA-ს შენობა
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა/მიღება, საჭიროების შემთხვევაში პირველადი ინფორმირება მიმდინარე პროექტების შესახებ;
** საჭირო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა ტიპის წერილების/დოკუმენტების/საბუთების გაგზავნის ორგანიზება;
** საერთო საინფორმაციო სისტემაზე შემოსული წერილების შემოწმება, ფილტრაცია და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ. დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი; დოკუმენტების და ოფიციალური წერილების მომზადება;
** საჭირო შემთხვევაში სანოტარო ბიუროებსა და საჯარო რეესტრში ოპერირება კომპანიის სახელით (ასეთის არსებობის შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია);
** კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია (მონაცემთა ბაზების გადაგზავნა/კონტროლი);
** დოკუმენტაციის არქივის წარმოება.
** ორგანიზაციის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების შედგენა/მართვა;
** კორესპონდენციის მართვა (შემომავალი ზარები, მეილები, ფოსტით მიღებული წერილები);
** თვის ჭრილში არსებული გაყიდვების რეპორტინგი;
** შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებთან;
** სხვადასხვა ტიპის ხარჯების კონტროლი;
** ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება;
** ოფისის დიასახლისის სუპერვიზია და კონტროლი;
** ოფისის გაღება/დახურვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე (ოფის მენეჯერი, ადმინისტრაციული მენეჯერი) მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირსიტყვიერად);
** MS Office (Excel, PPT, Word), ასევე Outlook-ის ფლობა;
** წერილების წერის უნარი;
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, პრეზენტაბელურობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისხარტე;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: sale@hausart.ge და სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!