სს "ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი" (საქმიანობის სფერო: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტის (ელექტრომომარაგება, სუსტი დენები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან ნებისმიერი საინჟინრო ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით);
** სასურველია არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Autocad, Archicad;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;
** სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა.
** ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების და საინჟინრო პროექტირების სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა.
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.
აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.
ხელფასი შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@innosystems.ge და აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი (http://www.innosystems.ge), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.
ტელეფონის ნომერი: 558 60 50 15; (032) 2 371 007