www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"TNET" წარმოადგენს "თიბისი ჯგუფში" შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით. TNET-ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.

ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge.

"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ Front-End დეველოპერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 4 day off წელიწადში

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული დიზაინის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა დიზაინის გუნდთან;
** ვებ დიზაინერის მიერ მოწოდებული დიზაინის შესაბამისი მარკაპის აწყობა;
** ბექისგან მოწოდებული მონაცემების დამუშავება და მოცემული დავალების შესაბამისი ლოგიკის იმპლემენტაცია React JS-ის გამოყენებით;
** არსებული გვერდების გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** HTML5, CSS3, SCSS/SASS მუშაობის გამოცდილება;
** Css frameworks (Bootstrap, Tailwind, MUI) მუშაობის გამოცდილება;
** REST API - მუშაობის გამოცდილება;
** Javascript - ის საფუძვლიანი ცოდნა;
** React JS -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** Adobe XD-სთან მუშაობის გამოცდილება;
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:

** SEO ოპტიმიზაციის პრინციპები;
** სასურველია Agile ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Typescript - ზე მუშაობის გამოცდილება;
** Next JS ზე მუშაობის გამოცილება;
** Vue -ზე მუშაობის გამოცილება.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |