"Retail Group Georgia" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Cenomi Group -ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Retail Group Georgia" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.
სამუშაო პირობები
სრული განაკვეთი:
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: 900 ლარი დარიცხული (ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი)
ნახევარი განაკვეთი:
** სამუშაო საათები: კვირაში მინიმუმ 20 საათი
** ანაზღაურება: 650 ლარი დარიცხული (ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი)
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა;
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კორპორაციულ დაზღვევას;
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი პოზიციის მიხედვით: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან გაყიდვების კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე. ასევე სასურველი ლოკაცია (სითი მოლი საბურთალოზე, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი ან მერანი მოლი).