www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატვირთო მიკროავტობუსის მძღოლის თანაშემწე
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო მიკროავტობუსის მძღოლის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** ნივთების საცხოვრებელ ადგილზე მიტანა;
** მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |