www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიდიელი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"GDL - ჯიდიელი" ("საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა" ყოფილი "თელიანი თრეიდინგი") 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 15 წელზე მეტია ახორციელებს .

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს: http://gdl.ge/

"ჯიდიელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, თემქა

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი პროდუქტის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი;
** თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქტის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** ფასების შედარების ცხრილის მომზადება და ანალიზი;
** მომწოდებლებისგან პროდუქტის მოწოდების ორგანიზება;
** ფინანსური დეპარტამენტისთვის გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კოლეგიალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი".

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს "საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |