კომპანია "Hotel Contract Georgia" (ინტერიერისა და ექსტერიერის საპროექტო მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შიდა პირველადი დოკუმენტების შექმნა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამუშავება;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
** საგადასახადო ორგანოებში, დეკლარაციებისა და სხვა საჭირო ანგარიშგებების შედგენა და წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
** საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების/კითხვარების მომზადება;
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე administrator@hcg.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ები მიიღება 2023 წლის 7 თებერვლამდე.