კომპანია "სკალა" 1995 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო დიზაინი და ავეჯის წარმოებაა. ჩვენი ჯგუფის მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია.
ვაცხადებთ კონკურსს ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გამომუშავებით.
ძირითადი მოვალეობები:
** ნახაზების და განდეტალების გარჩევა გაანალიზება;
** ლამინატის ავეჯის აწყობა;
** მდფ დეტალების დამზადება (ფრეზი, ხერხი);
** ხის ავეჯის აწყობა;
** ავეჯის დამონტაჟება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სულ მცირე 2 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** უპირატესობად ჩაითვლება ავეჯის განდეტალების გაკეთების ცოდნა ("რასკროის" გაკეთება).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: scalageorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 555 929 570 და 577 505 200 2022 წლის 25 სექტემბრამდე.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.