www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

საქმიანობის აღწერა:

** საკურიერო მომსახურების გაწევა თბილისის მასშტაბით;
** საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 13 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "კურიერი".

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |