www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ლეჯენდ
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "ჯორჯიან ლეჯენდ" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "შაბო" (შემდგომში "ჯორჯიან ლეჯენდ") 2011 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ეწევა პროდუქციის ექსპორტს. "შაბო"-ს და "ჯორჯიან ლეჯენდ"-ის სასმელები წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, შოტლანდია და სხვ.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 სთ, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 70.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საექსპორტო მიმართულებით:

** საექსპორტო პოტენციალის შეფასება, ბაზრების იდენტიფიცირება, ბაზრის მოკვლევა, ბაზარზე შეღწევის გეგმის შემუშავება და ახალი პარტნიორების მოძიება საერთაშორისო დონეზე;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან სტაბილური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და პერიოდულად განახლებული ინდივიდუალური შეთავაზებების გაკეთება, შეკვეთის მიღება და მართვა;
** პარტნიორებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციის ჩატარება;
** ახალი პარტნიორებისთვის ნიმუშების შერჩევა, მიწოდება და ლოგისტიკური ნაწილის დაორგანიზება, ნიმუშების ბაზის მართვა;
** კომპანიის არსებული საექსპორტო გაყიდვების თვის, კვარტლის და წლიური გეგმების შესრულება;
** კომპანიის წლიურ და თვიურ ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** საექსპორტო პროდუქტებისა და შეკვეთების მომზადების პროცესის მართვა, კერძოდ სპეციალური ფორმების წარმოება ნაშთებისა და შესაკვეთი მაკომპლექტებლების გადასამოწმებლად;
** მიღებული შეკვეთების დამუშავება, ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით პროდუქციის დროულად გამზადება;
** საერთაშორისო გადაზიდვების ოპტიმალური გზების მოძიება და განხორციელება.
** ინკოტერმს 2010 წესების ცოდნა და გამოყენება;
** საბაჟო პროცედურების და დოკუმენტაციის ცოდნა და მონიტორინგი (წარმოშობის სერტიფიკატი, CMR და სხვა);
შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი ექსპორტის შეუფერხებელი პროცესისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის საქმიანობის ანგარიშგებების წარდგენა დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით;
** პოტენციური და არსებული პარტნიორების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ;
** შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა.
** ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება;

მარკეტინგული მიმართულებით:

** სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება, კომპანიის და მისი პროდუქტის წარდგენა;
** ახალი კონკურსების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პროდუქციის წარდგენა;
** ახალი ვიზუალებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და იდეების გაზიარება;
** მაკომპლექტებლების შეკვეთების მიცემა და ვადებზე შეთანხმება;
** ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენები - ინგლისური, რუსული;
** ღვინის ექსპორტ-იმპორტის კანონების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული ტრენინგები.

უნარები:

** საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა;
** ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრეზენტაციის გაკეთების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნებისა და გავლენის მოხდენის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** კრეატიულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: georgianlegend@georgianlegend.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |