კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.
კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს ციფრული მედია მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, კალოუბნის კვარტალი #7
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 საათი/შაბათ-კვირა დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ოფიციალური სოც. ქსელების FACEBOOK, INSTARGARM, LINKDIN სარეკლამო კალენდრის მართვა, წინასწარ გაწერილი ბიუჯეტის მიხედვით;
** ციფრულ არხებში მიზნობრივი აუდიტორიის შექმნა, ეფექტური რეკლამის გაშვება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად, სოც. ქსელების სთორი მასალის შექმნაზე მუშაობა კალენდრის მიხედვით;
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად, სოც. ქსელების კონტენტ კალენდრის შექმნა და გეგმიური აღსრულება;
** კომპანიის სოც. ქსელების inbox შეტყობინებებზე პასუხის გაცემა და საჯარო კომენტარების მართვა (სამომავლოდ გადაიხედება ეს ფუნქცია-მოვალეობა);
** კომპანიის სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, საერთო სტრატეგიის აღსრულება და შედეგების ანალიზი;
** პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის ან მონათესავე პროფესიებში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სოც. მედია მენეჯერის/ციფრული მედია მენეჯერის პოზიციაზე;
** სხვადასხვა ციფრულ არხებში, სარეკლამო კამპანიის წარმოებისა და შედეგების ანალიზის გამოცდილება;
** აუცილებელია, FACEBOOK და INSTAGRAM კონტენტ და სთორი რეკლამის გაშვების, შედეგების ანალიზისა და აუდიტორიის შექმნის გამოცდილება ;
** სავალდებულოა, ახალი სოციალური ქსელის გვერდის შექმნის, ჩატ ბოტისა და მსგავსი ტექნიკური საკითხების ცოდნა;
** Meta Business Suit, Meta Ads Manager; Google Analytics-ის კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონის ფლობა;
** სასურველია SEO (search engine optimization) - თან Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** რამდენიმე მიმართულებით იდეების სწრაფად აღქმის უნარი;
** დროის ეფექტურად ათვისების და დედლაინების დაცვის უნარი;
** ვიზუალური აღქმისა და კრეატიული მიდგომის უნარი;
** ბრიფის აღქმის და სამუშაოს თანმიმდევრულად შესრულების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებას!