შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) - ზეინკლის დამხმარეს თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების);
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილ ქსელზე გაზის სავარაუდო გაჟონვით გამოწვეული ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა;
** ბუნებრივი გაზის გაჟონვის, ავარიების ადგილის დასაზუსტებელი სამუშაოებში მონაწილეობა;
** ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
** ჯგუფის ავტომობილის მართვა სწრაფი რეაგირების ჯგუფის გამოძახების ადგილზე გადაყვანის მიზნით;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
** მართვის მოწმობის ასლი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!