კომპანია "Hotel Contract Georgia" (ინტერიერისა და ექსტერიერის საპროექტო მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ხელმძღვანელისათვის თვის ანალიზისა და რეკომენდაციის მიწოდება;
** მენეჯერული აღრიცხვა, (Cost Accounting);
** ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა).
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება/ანგარიშგების მომზადება;
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება; მართვა და ანალიზი.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS-ის სტანდარტის მიხედვით ინვესტორებისა და ბანკებისთვის
** მმართველობითი ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის- პროექტის თვითღირებულების დეტალური ანალიზი
** ახალი საინვესტიციო პროექტების ფინანსური მოდელების გაკეთება
** ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (რეზიუმეში მიუთითეთ კონკრეტული ჩამონათვალი);
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების, რეაგირებისა და მოქმედების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე office@hcg.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ები მიიღება 2023 წლის 7 თებერვლამდე.