შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას აირშემდუღებლის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სპეციალური განათლება (შემდუღებლის კურსები) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
** საშუალო ან პროფესიული განათლება
დამატებითი მოთხოვნები:
** სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
** ფოლადის მარკის მიხედვით შედუღების წესის შერჩევის მეთოდების ცოდნა;
** აირშედუღების დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების ხელით შედუღება, ჭრა;
** მილებისა და დამხშობების ჟანგბადით ჭრა;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური უსაფრთხოების, ტექნიკის საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
** შემდუღებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** მეგობრულ გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!