წამყვანი ტურისტული კომპანია "Georgian Travel Group" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია და აქვს 2 ფილიალი - თბილისში და ბათუმში.
კომპანიის ზრდიდან და განვითარებიდან გამომდინარე ვეძებთ შემომყვანი ტურიზმის მენეჯერს!
ძირითადი ფუნქციები:
** ტურისტული პროდუქტის შექმნა
** პარტნიორებთან ურთიერთობა
** პარტნიორებისთვის საჭირო და სრულყოფილი ინფორმაციის დროული მიწოდება
** ინდივიდუალური ტურების დაგეგმვა და რეალიზება
** საჭირო რეზერვაციების გაკეთება პროგრამაში
** რეზერვაციების კონტროლი
** რეზერვაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** ანგარიშგებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ტურისტულ კომპანიაში
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელზე ორინეტირება
** MS Office ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ განვითარებას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მივლინებებს სხვა და სხვა ქვეყნებში
** კომფორტულ ოფისს ქალაქის ცენტრში (საბურთალო, ა. მიცკევიჩის ქუჩა, 50)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV e- მეილზე: jobs@cometogeorgia.net