სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
** შეკვეთების მიხედვით მომხმარებლების პროდუქციით მომარაგება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
მოთხოვნები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00სთ. დასვენება კვირა დღე.
ანაზღაურება: 1000-1300 ლარი
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!