შპს "ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას N33
ქირურგიული დეპარტამენტის - მორიგე უმცროსი ექიმი
ძირითადი მოვალეობები:
** ექიმის ასისტირება პროცედურების განხორციელების დროს;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამკურნალო სპეციალობით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tocenter.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შპს "ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვალი.