www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 10 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა, სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ.თბილისში.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია მოვალეობები:

** მარკეტინგისა და სოციალური მედიის სტრატეგიის (სამოქმედო გეგმა, აქტივობების კალენდარი, ბიუჯეტი) დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** შეთავაზებებისა და აქტივობების შემუშავება არსებული მომხმარებლებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
** ვებგვერდების, სოციალური მედია არხების კონტენტის შემუშავება და განთავსება; ანალიტიკა.
** გაყიდვებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის ანალიზი;
** სარეკლამო მასალების მომზადების ორგანიზება და განთავსება;
** გაყიდვების გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია, სერვისის ოპტიმიზაციის მიზნით;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ციფრული მარკეტინგის ცოდნა.
** Facebook ads/business Manager; Google Analytics, Google Ads -ის ცოდნა აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროექტების მართვის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |