www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

"დრიმლენდ ოაზისი" რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართული ტურიზმის ბაზარზე, წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. იგი მოიცავს პრემიუმ კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს, რომელიც მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის დირექტორი

სამუშაოს ძირითადი მიზანი:

** დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულების კომერციული, ორგანიზაციული და სტრუქტურული განვითარება
** ბიზნესის განვითარების პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ბიზნეს ერთეულების მომგებიანობის უზრუნველყოფა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ჩამოყალიბება და მართვა
** "დრიმლენდ ოაზისის კომპლექსში" არსებული ბიზნეს ერთეულებისათვის, შესაბამისი პროცედურების შექმნა/დამტკიცება და შესრულების მონიტორინგი
** დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულების ადმინისტრირება, საოპერაციო სტანდარტების დანერგვა და მართვა
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება
** ყველა დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულისათვის ბიუჯეტის შედგენა ფინანსური დეპარტამენტის ჩართულობით და დამტკიცება
** დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი
** პირდაპირი, სახელფასო და ირიბი ხარჯების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება
** განვითარების მიზნით არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და ახალი პარტნიორების მოძიება
** ახალი პარტნიორების აღმოჩენა და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
** პარტნიორების კონტრაქტების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მართვა
** მომწოდებლების მოძიებაში, მოლაპარაკებაში და დაკონტრაქტებაში მონაწილეობის მიღება
** საინფორმაციო და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მარკეტინგის სამსახურთან კოორდინაციაში
** შემოსავლის აღრიცხვის პროგრამაში, ბიზნეს ერთეულთან დაკავშირებული შემოსავლების კონტროლში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
** სხვა დავალების შესრულება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი პოზიციის შინაარსის შესაბამისად.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** ბიზნესის განვითარების და პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება საოპერაციო, პროცესების და ორგანიზაციული - სტრუქტურული განვითარების მიმართულებით
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენა (B2)
** აუცილებელია MS Office-ის ძალიან კარგი ცოდნა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს გუნდის მართვის უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი. ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აუცილებელია იყოს პასუხისმგებლობიანი, კოლეგიალური და ორგანიზებული.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |