სადისტრიბუციო კომპანია შპს "დ&ლ სერვისი" 2008 წლიდან ოპერირებს მთელი საქართველოს მაშტაბით და წარმოადგენს ისეთი პოპულარული ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა: Zewa, Ichnya, Lorado, White Glo, Kalas, Kenton, Kyknos, Lole`s, Chirton, Herlits და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენელის (პრისეილერის) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
დასაქმებულს ავტომობილით, საწვავით და კორპორატიული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.
საჭირო კვალიფიკაცია:
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია MS office-ის საშუალო მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ზუსტი ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
გთავაზობთ:
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივი მხარდაჭერას;
** სტაბილურ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: career@dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!