www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა

მოვალეობები:

** კომპანიის შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** ხარისხის შიდა აუდიტის და ინსპექტირების გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
** მომხმარებლის საჩივრების მიღება და მათი მოკვლევის კონტროლი და ზედამხედველობა;
** ხარისხის მართვის ახალი დოკუმენტ (ებ)ის შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** ხარისხის მართვის არსებულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანისა და რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა;
** ჰიგიენური აუდიტების ჩატარებისა და მათი შედეგების რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა; შენიშვნების და ნაკლოვანებების აღმოფხვრის კონტროლი;
** წლიური ანგარიშის შედგენისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება;
** ხარისხის მართვის წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებიდან ხარისხის მართვის ანალიზისთვის და აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება;
** გარე და შიდა ლაბორატორიებთან ურთიერთობა საჭირო ანალიზების და კვლევების მისაღებად;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ხარისხის მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგლამენტები, საკანონმდებლო აქტები და რეგულაციები;
** ხარისხის მართვის სტანდარტების დაგეგმვისა და აღსრულების გამოცდილება;
** MS Excel;
** ინგლისური და/ან გერმანული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რისკების მართვის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 თებერვალი, 2023 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |