შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" ("სამორინე "შანგრილა") აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მეთვალყურეობა გაუწიოს თანამშრომლებისა და ვიზიტორების ქმედებებს;
** მოახდინოს წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
** საეჭვო ვითარების შემჩნევისას მოიქცეს მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად;
** უზრუნველყოს თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების, ასევე გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 12 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@shangrila.ge სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.