შპს "თ.ზ.დ" სამშენებლო-სარემონტო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია გამოირჩევა საქმის მაღალი ხარისხით. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე, შესაბამისად ვეძებთ მოტივირებულ გუნდის წევრებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნიკოლოზ ხუდადოვის 162
სამუშაო გრაფიკი: 9 საათი, 1 საათიანი შესვენებით
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი დამატებით მზარდი ბონუსები გაყიდვების და შეფასების სისტემის მიხედვით, საერთო ჯამში 1200-1500 ლარი.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებელს ემსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებელს აცნობს კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და შეთავაზებებს;
** პროდუქციის სასაწყობე ნაშთის კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორი-კონსულტანტისთვის ინფორმაციული დახმარების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში განათლება (თუნდაც არაფორმალური) სასურველია;
** გაყიდვების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
ჩვენთან დაგხვდებათ გარემო, რომელშიც გექნებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა!
თუ თვლით რომ თქვენი ინტერესები და კომპანიის მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: companytzd@gmail.com
"T.Z.D" გისურვებთ წარმატებას!