www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მემონტაჟე
მომწოდებელი: კასატრეიდი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მემონტაჟის პოზიციაზე.

კომპანია ლიდერია GPS/GPRS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში. ჩვენი კომპანია ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.

"კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

მოხარულები ვართ თქვენთან მუშაობით, იმიტომ რომ

** ცხოვრობ თბილისში
** გაქვს მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** გყავს ავტომობილი
** ხარ პუნქტუალური
** გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შეგიძლია როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობა
** შეგიძლია ავტომობილის ინტერიერის მცირე ნაწილების დემონტაჟი

ძირითადი მოთხოვნები

** ავტომობილის ელექტრობის მინიმალურ დონეზე ცოდნა
** სასურველია მულტიმეტრის (ე.წ ტესტერის მინიმალურ დონეზე გამოყენების ცოდნა)
** სასურველია კომპიუტერის მინიმალურ დონეზე ცოდნა (WINDOWS
** სასურველია ანდროიდ სმარტფონის ქონა
** ტექნიკური მენეჯერის მითითებების შესრულება

ძირითადი ვალდებულებები

** მომხმარებლების ავტომობილებში GPS და სხვა დამატებითი მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი/შეკეთება როგორც ოფისის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილ დროს, დაგეგმილ ადგილზე, როგორც თბილისში, ასევე მის შემოგარენში (მაგ: კასპი, გორი, მარნეული, ბოლნისი და ა.შ)
** შესრულებული საქმის სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით გამოგზავნა

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge

აუცილებლად მიუთითეთ "subject"-ში "მემონტაჟე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |