www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგი" ეძებს გუნდის წევრს ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** პროდუქტის რეალიზება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ნებისმიერი მეორე უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დარწმუნებულის უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში, თქვენი ადგილი, ჩვენს გუნდშია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერის, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |