www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 7-დან 18 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე პირების მხარდაჭერა თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში;
** დახმარება კვებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
** სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე;
** ბენეფიციარის მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, მისთვის მედიკამენტის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, შიდა და გარე აქტივობების განხორციელება;
** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
** პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლების ქონა ფსიქოლოგიის, ფიზიკური თერაპიის, ადრეული პედაგოგიკის, სოციალური სამუშაოს, მედიცინის ან მომიჯნავე სფეროში. დაიშვებიან სტუდენტები.
** აუცილებელია, სამუშაო გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ან/და რთული ქცევის მართვის ტრენინგ-კურსი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებულობა
** სხვების მხარდაჭერაზე ორიენტირება
** ადაპტაციის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი

ორგანიზაცია იზრუნებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე ტრენინგების ჩატარების გზით.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პასუხისმგებლობა.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

ა) ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
ბ) გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com, "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |