www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი მედ.კო
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

სამედიცინო ცენტრი "მედ.კო" ცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კონსულტანტების მოძიება/დაკონტრაქტება დაკონტრაქტებული კონსულტანტების პორტფელის მართვა;
** გადმომისამართებული პაციენტისთვის მომსახურების გაწევა (ჩვენს ექიმთან ვიზიტამდე ყველა საჭირო პროცესის მართვა);
** კონტრაქტორი კონსულტანტების ბაზის წარმოება მის მუდმივ განვითარებასა და განახლებაზე ზრუნვა;
** რეფერალების აღრიცხვა; (დამატება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება, შესრულების მონიტორინგი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის განკარგვის ეფექტურობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ვაკე, მცხეთის ქუჩა 19/21  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ ფოსტაზე: hrdepmed.co@gmail.com2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენელი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |