შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის ტექნიკური უზრუნველყოფა;
** ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის და სხვადასხვა კომუნიკაციების უსაფრთხოების კონტროლი;
** ტექნიკური თანამშრომლების ეფექტური ორგანიზება;
** ობიექტის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** კაპიტალური შეკეთებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული შენობის შიდა და გარე დაზიანებების მონიტორინგი;
** სველი წერტილების კონტროლი, მსუბუქი სანტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** ელ.ქსელის და განათების კონტროლი, მსუბუქი სამუშაოების ჩატარება;
** სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ტექნიკის კარგი ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების დროული შესრულება.
პასუხისმგებლობა:
** წინამდებარე ინსტრუქციების შესრულებაზე;
** უშუალო ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებაზე;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურების დაცვაზე;
** წინამდებარე ინსტრუქციების შესრულებაზე;
** უშუალო ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებაზე;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურების დაცვაზე.
უნარები და კომპეტენციები:
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "ტექნიკური მენეჯერი".
წარმატებებს გისურვებთ!