საკონსულტაციო ოფისი შპს "საფა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10 :00 - 18:00
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი # 55
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** დადგენილ ვადებში დეკლარირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV მისამართზე: s.safa@mail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.