www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 27 ფილიალს და 300 ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით, ავტო სესხით დაინტერესებული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** მომხმარებელთან კვალიფიციური კომუნიკაცია;
** კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება; საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესრულება;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს /ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
** ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
** ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
** ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კეთილგანწყობილსა და თავაზიანს.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Hr@leadercredit.ge გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 თებერვალი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |