სატელეკომუნიკაციო კომპანია სს "გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ფუნქცია-მოვალეობები:
** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება და მონტაჟი;
** ოპტიკური და უსადენო აპარატურის დაკონფიგურირება, მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში განკუთვნილი ხელსაწყოების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** აბონენტისთვის მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი.
აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
** განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** TCP/IP - პროტოკოლის საფუძვლების ცოდნა (IP-მისამართი, მასკა, სტატიკური მარშრუტიზაცია);
** NAP, PAT, Port Forwarding - ტექნოლოგიების ცოდნა და კონფიგურირება;
** ლოკალური ქსელების საფუძვლიანი ცოდნა - აწყობა Ethernet ტექნოლოგიით (სტანდარტების ცოდნა, ფიზიკური შესრულება);
** ოპტიკურ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
სასურველ პირობად ჩაითვლება პირადი ავტომობილის ფლობა (ანაზღაურების საფუძველზე).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net