სასტუმრო "შატო კვირიკე" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ბათუმში.
თუ გსურს შემოუერთდე მეგობრულ, მოტივირებულ და ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, გელოდებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაწილეობა მარკეტინგული პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში;
** კომუნიკაცია სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან;
** შეხვედრების & პრეზენტაციების & ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის პროდუქტების შექმნა/განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** ციფრულ საკომუნიკაციო არხებზე ინფორმაციის განახლება;
თუ შენ ხარ:
** აქტიური და ენერგიული;
** გიყვარს სამუშაო პროცესში ჩართულობა და მიზნად გაქვს განვითარება
** იცავ დედლაინებს და გაქვს დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარები
** ფლობ უცხო ენებს
გადმოაგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.shetsiruli@towergroup.ge და დაელოდე ჩვენს ზარს. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე "უმცროსი მარკეტინგის მენეჯერი".