"SPAR Georgia" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე;
** სატრანსპორტო კომპანიებიდან მიღებული ტარიფების შერჩევა/დადასტურება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** დროულად დატვირთვა/ჩამოსვლის კონტროლი;
** დატვირთვების რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;
** საბაჟო ოპერაციებისთვის დოკუმენტების გადამოწმება საბაჟო ბროკერთან;
** განბაჟების პროცედურის კონტროლი;
** ანოტაცია /აქციზის დამზადება/დაკვრის პროცესის მონიტორინგი;
** შესაბამისი განბაჟების დოკუმენტების წარდგენა ბუღალტერიისთვის;
მოთხოვნები:
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** Microsoft Excel - ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "იმპორტის და ლოგისტიკის მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!